ფიზიკური ძალადობა
ფიზიკური ძალადობაა ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედება, რომელიც ტკივილს აყენებს ბავშვს და/ან იწვევს სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას: დარტყმა, ხელის კვრა, სილის გაწვნა, წამოთაქება, ან სხვა ფიზიკური ზემოქმედება, თუნდაც „აღმზრდელობითი“ მიზნით.
არსებითი კითხვა, რომელიც მოზრდილმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას, არის შემდეგი: შეიძლებოდა თუ არა, რომ ეს ტრავმა ბავშვს შემთხვევით გასჩენოდა, უნებლიეთ მოსვლოდა? ისეთმა აშკარა ფიზიკურმა ნიშნებმა, როგორიცაა სისხლჩაქცევები, დამწვრობის კვალი, შეშუპებები, კოპები, ნაკაწრები, ჭრილობები, ჩალურჯებები და კანის სხვა დაზიანებები, მოტეხილობები, ნაჭრილობევები სხვადასხვა ხარისხის შეხორცებებით _ უნდა შეგვაშფოთოს და ვეცადოთ, გავარკვიოთ, თუ რა მოხდა. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, შეესაბამება თუ არა ბავშვის განმარტებები დაზიანებების შინაარსს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არის თუ არა მონათხრობი სანდო და ასახავს თუ არა რეალურ მოვლენებს.
ძალადობაზე, შესაძლოა, მიუთითებდეს მოცემული ან წარსულში არსებული დაზიანებები. აუცილებელია ამ ეჭვების გაფანტვა ან დადასტურება. არსებობს სიმპტომთა და ნიშანთა ჩამონათვალი, მაგრამ ეს არის საეჭვო მახასიათებლების ჩამონათვალი, რომლებიც, შესაძლოა, ბავშვის მიმართ ძალადობაზე მიუთითებდეს. (იხილეთ დანართი 4ბ- ტექსტი გადმოვიტანოთ 4ბ-დან ბულეტპოინტებით).
ჩვილის სხეულზე არსებული ჭრილობები და სისხლჩაქცევები ძალადობის სერიოზულ ფორმაზე მიუთითებს. ასეთ დროს მაღალია შინაგანი დაზიანებების ალბათობა და ამიტომ აუცილებელია შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება.
ჩვილის სხეულზე არსებული ჭრილობები და სისხლჩაქცევები ძალადობის სერიოზულ ფორმაზე მიუთითებს. ასეთ დროს მაღალია შინაგანი დაზიანებების ალბათობა და ამიტომ აუცილებელია შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება.
ფიზიკური ძალადობის დიაგნოსტირებისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანამნეზში არსებული საეჭვო ნიშნების გაანალიზება, მაგალითად:
- ტრავმის ისტორია ბუნდოვანია, არ შეესაბამება დაზიანებას;
- სხვადასხვა ადამიანები (ბავშვი, მშობლები ან სხვა მზრუნველები) განსხვავებულად ყვებიან;
- მონაყოლში არის დროითი წყვეტა ან არათანმიმდევრულობა;
- ბავშვის რეაქცია შეუსაბამოა (მაგალითად, მონაყოლის თანახმად, ბავშვს არ უტირია, არ ტკენია);
- ბავშვს აქვს სხვა დაზიანებები (მაგალითად, განვითარების სხვადასხვა სტადიში მყოფი დალურჯებები, ნაწიბურები, ნაკაწრები);
- უჩვეულო დაზიანებების გამოცდილება;
- სხვა დროსაც არსებობდა ძალადობაზე ეჭვი.
No comments:
Post a Comment