ფსიქოლოგიურ ძალადობას ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად
ვაწყდებოდი.
"ყველა ადამიანი ვყოფილვართ ფსიქოლოგიური ძალადობის
მსხვერპლი, თუნდაც ბავშვობაში, გამონაკლისი არც მე ვარ. გარდატეხის ასაკში ფსიქოლოგიური
ბულინგის მსხვერპლი თავადაც არაერთხელ ვყოფილვარ. ხშირად ამიტანია დაცინვაც და აგდებული
მოპყრობაც, ამ ყველაფერმა უკვალოდ არ ჩაიარა. ძალადობის მსხვერპლი შეიძლება ხანგრძლივი
დროის განმავლობაში ვერ განიკურნოს, განიცდიდეს მუდმივ შიშს და დაუქვეითდეს თვითშეფასება"
ფსიქოლოგიური ანუ ემოციური ძალადობა გულისხმობს მუდმივად
ისეთი ურთიერთობის ფორმების გამოყენებას, რომელიც იწვევს ემოციურ ტკივილს. ასეთი ურთიერთობის
ფორმებში შეიძლება შედიოდეს: შეურაცხოფის მიყენება, კრიტიკა, აგრესია, სითბოსა და მზრუნველობის
მოკლება, უსამართლო ბრალდებების წაყენება, ემოციური მანიპულაცია, გადამეტებული კონტროლი,
იზოლირება, დაცინვა და დამცინავი სახელებით მიმართვა, სიტყვიერი შეურაცხოფა, შერცხვენა
(განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით) და ყვირილი – ეს ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტებია.
როგორც კვლევები აჩვენებენ, ფსიქოლოგიურ ძალადობას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს გრძელ
ვადაში და კიდევ უფრო დამანგრეველია, ვიდრე ფიზიკური ძალადობა, რადგან ფსიქოლოგიური
ძალადობა აზიანებს ადამიანის ფსიქიკას ანუ მთლიანად პიროვნებას.
ბავშვებზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ჩვენს
საზოგადოებაში სამწუხაროდ საკმარისად არ საუბრობენ, არადა როგორც კვლევები უჩვენებენ
ფსიქოლოგიურ ძალადობას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს გრძელ ვადაში და კიდევ უფრო დამანგრეველია,
ვიდრე ფიზიკური ძალადობა, რადგანაც ფსიქოლოგიური ძალადობა აზიანებს ადამიანის ფსიქიკას
ანუ მთლიანად პიროვნებას.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ფსიქოლოგიურ ძალადობას სამწუხაროდ
საკმაოდ ხშირად ახორციელებენ მასწავლებლები, როგორც საბავშვო ბაღებში, ასევე სკოლებში.
მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის ფაქტია, რომ თვითონ მშობლები, ხშირად სრულიად გაუცნობიერებლად
ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებენ საკუთარ შვილებზე და თითქოსდა კარგი განზრახვით
ნათქვამი სიტყვებით, სინამდვილეში სრულიად საპირისპირო შედეგებს იღებენ. რეალობა
კი სამწუხაროდ ის არის, რომ თითქოსდა უმნიშვნელო სიტყვებმა, შესაძლებელია ბავშვს გრძელ
ვადაში საკმაოდ დიდი ზიანი მოუტანოს. ეს არაერთმა გრძელვადიანმა კვლევამ დაადასტურა.
რა არის ფსიქოლოგიური/ემოციური ძალადობა?
ემოციური ძალადობა გულისხმობს ბავშვთან მუდმივად ისეთი
ურთიერთობის ფორმების გამოყენებას, რომელიც იწვევს ემოციურ ტკივილს. ასეთი ურთიერთობის
ფორმებში შეიძლება შედიოდეს: შეურაცხოფის მიყენება, კრიტიკა, აგრესიული და ასაკისთვის
შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება, დაშინება, ბავშვის აუცილებელი მოთხოვნილებების უგულებელყოფა,
სითბოსა და მზრუნველობის მოკლება, უსამართლო ბრალდებების წაყენება, ემოციური მანიპულაცია,
გადამეტებული კონტროლი, იზოლირება, დაცინვა და დამცინავი სახელებით მიმართვა
სიტყვიერი შეურაცხოფა, მუდმივად გაკრიტიკება- ბავშვის მუდმივი დამცირება, დაცინვა, კრიტიკა, შერცხვენა (განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით) და ყვირილი – ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტებია.
სიტყვიერი შეურაცხოფა, მუდმივად გაკრიტიკება- ბავშვის მუდმივი დამცირება, დაცინვა, კრიტიკა, შერცხვენა (განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით) და ყვირილი – ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტებია.
No comments:
Post a Comment